რეზონანსი
18.10.2025

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ერთთვიანი აბონემენტი უფრო იაფი ღირს, ვიდრე მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებში, გამონაკლისი მხოლოდ თურქეთის დედაქალაქი ანკარაა.

Numbeo-ს მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება ასე გამოიყურება:

ანკარა, თურქეთი - 8.95 დოლარი

თბილისი, საქართველო 14.81 დოლარი

ბაქო, აზერბაიჯანი - 17.65 დოლარი

ერევანი, სომხეთი - 23.37 დოლარი

მოსკოვი, რუსეთი - 37.87 დოლარი

ამასთან, Numbeo-ს მიხედვით, (რეიტინგში სულ 225 ქალაქი მოხვდა) ყველაზე ძვირი ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტი ლონდონშია, რომელიც 241.69 დოლარი ღირს, ყველაზე იაფი კი ინდოეთის ქალაქ კოლკატაში, იქ გადასახადი მხოლოდ 2.56 დოლარს შეადგენს.

ცნობისათვის, საერთაშორისო კვლევით პორტალი Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პირობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×