რეზონანსი
18.10.2025

თბილისის პასუხი ბრიუსელს - საქართველოდან ევროკომისიას სამართლის პრინციპებზე კიდევ ერთხელ მიუთითეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, ევროკომისიის პრეს-სპიკერის შეფასებას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით უპასუხა. ანიტა ჰიპერის პოზიციას, სადაც ის რეპრესიულ ზომებზე საუბრობს, შალვა პაპუაშვილი კონკრეტულ ფატებს უპირისპირებს.

შალვა პაპუაშვილი, ანიტა ჰიპერის იმ განცხადებაზე საუბრობს, რომელიც ევროკომისიის პრეს-სპიკერმა გუშინ, ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

თბილისი ევროკომისიის პრეს-პიკერს 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებს და პრეზიდენტის რეზიდენციაზე განხორციელებულ შტურმს ახსენებს. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ გარე ძალების მხრიდან ძალადობრივი პროცესების მხარდაჭერაზე.

ანიტა ჰიპერის განცხადებები არ უკვირთ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ სპიკერის შეფასება ობიექტურ ფაქტებს ასახავს.

ევროკომისიის პრეს-სპიკერი გასცდა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ჩარჩოს – ასეთია სახელისუფლებო გუნდის შეფასება. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ევროკომისია საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას ცდილობს, სპიკერმა კი წითელი ხაზები გადაკვეთა. 

"ქართული ოცნება" ამბობს, რომ ევროკომისიის პრეს-სპიკერის ეს განცხადება ევრობიუროკრატების მხრიდან რადიკალური ჯგუფების წახალისების და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის პირველი მცდელობა არ არის. არჩეული ხელისუფლების დამხობის ჩავარდნილი სცენარის და სახელმწიფოს პასუხის შემდეგ კი, ყველა მხარეს მოუწევს აღიარება, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×