რეზონანსი
18.10.2025

2025 წლის სექტემბერში საქართველოდან ფულადი გადარიცხვები წლიურად 12.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში ქვეყნიდან საზღვარგარეთ 38.2 მლნ აშშ დოლარი (103.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, 2024 წლის სექტემბერში კი 33.9 მლნ აშშ დოლარი.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, წელს სექტემბერში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციაში.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენსიუსი“ ეროვნული ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, სადაც გასულ თვეში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა:

თურქეთი - 7.473 მლნ აშშ დოლარი

აზერბაიჯანი - 6.462 მლნ აშშ დოლარი

რუსეთის ფედერაცია - 4.074 მლნ აშშ დოლარი

უკრაინა - 2.420 მლნ აშშ დოლარი

საბერძნეთი - 2.069 მლნ აშშ დოლარი

უზბეკეთი - 1.741 მლნ აშშ დოლარი

ყაზახეთი - 1.6 მლნ აშშ დოლარი

იტალია - 1.314 მლნ აშშ დოლარი

აშშ - 1.131 მლნ აშშ დოლარი

გერმანია - 1.104 მლნ აშშ დოლარი

რაც შეეხება გადმორიცხვებს, 2025 წლის სექტემბერში საქართველოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.792 მლნ აშშ დოლარი (860.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.1%-ით (34.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის სექტემბერში ქვეყანაში 283.385 მლნ დოლარი გადმორიცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×