რეზონანსი
18.10.2025

„გამაოგნებელი და შოკისმომგვრელი“ უწოდა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნების ბინებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.

ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ თანამდებობა საქართველოში პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საშუალება არ არის.

„გამაოგნებელი და შოკისმომგვრელია მთელი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანია და რომ თანამდებობა ინდულგენცია არ არის“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×