რეზონანსი
18.10.2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, დღეს უნგრეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეალური შანსი არსებობს იმისა, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებმა მშვიდობა მოიტანოს.

ორბანის თქმით, ბრიუსელმა თავი იზოლაციაში მოიქცია, ბუდაპეშტი კი მშვიდობის მომხრეა და მოლაპარაკებებს აგრძელებს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას უნგრეთის დედაქალაქში გეგმავს, რადგან ბუდაპეშტს უსაფრთხო ადგილად მიიჩნევს.

„რატომ ბუდაპეშტი? მსოფლიოში ბევრი კითხულობს, თუ რატომ შეირჩა უნგრეთი ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილად. პასუხი მარტივია: ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, ვინც ჯერ კიდევ მშვიდობის გზას გადის. ჩვენ წლების განმავლობაში მშვიდობის მხარეს მტკიცედ ვდგავართ. დღეს უნგრეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეალური შანსი არსებობს იმისა, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები მშვიდობას მოიტანს. ბრიუსელმა თავი იზოლაციაში მოიქცია, მაგრამ ჩვენ მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ“, - დაწერა ორბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×