რეზონანსი
18.10.2025

როგორ შეიძლება, ბერლინთან იყოს შეთანხმებული ის, რომ მისი ელჩი ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლისგან, მით უმეტეს, ლიდერისგან ქირაობდეს ბინას და ჰქონდეს ფინანსური ურთიერთობა, თან ამასთან ერთად, დადიოდეს კიდევ აქციებზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გერმანიის ელჩზე საუბრისას.

იგი პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქმედებას გამოეხმაურა, რომელიც პეტერ ფიშერის საქმიანობასთან დაკავშირებით საკითხს იკვლევს და პასუხებს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს.

„კითხვები საკმაოდ ობიექტურია. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ეს არ არის რაღაც რიგითი პარტია, ეს არის პარტია, რომელსაც უკვე უფრო მაღალი რეიტინგი გააჩნია, ვიდრე მმართველ პარტიას. როგორ შეიძლება, რომ ბერლინთან იყოს შეთანხმებული ის, რომ მისი ელჩი ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლისგან, მით უმეტეს, ლიდერისგან ქირაობდეს ბინას და ჰქონდეს ფინანსური ურთიერთობა, თან ამასთან ერთად, დადიოდეს კიდევ აქციებზე და სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობები ჰქონდეს. წარმოუდგენელი რამ არის! თავად მმართველი პარტია უნდა სვამდეს ამ შეკითხვებს და არა - ოპოზიციური პარტია. წარმოიდგინეთ, რეაგირება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არის გასაოცარი, შემძრწუნებელი. ის, რომ თუ ვინმე სწორს ამბობს რამეს და ეს უპირისპირდება „ნაცმოძრაობის“ ხედვასა და იდეას, თურმე ის, ყველა არის რუსეთის აგენტი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

პეტერ ფიშერის საქმიანობაზე და საქართველოში მის სადავო აქტივობებზე კითხვის ნიშნები უკვე გერმანიაშიც გაუჩნდათ. საკითხს ქვეყნის ყველაზე რეიტინგული პარტია AfD იკვლევს და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხებს ითხოვს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×