მარიამ ვეკუა
17.10.2025

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები უკრაინის საკითხზე მომდევნო სამიტის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა შესაძლოა მომდევნო ორ კვირაში უნგრეთში გაიმართოს. ამ სიურპრიზმა უკრაინას დაადასტურა, რომ მოსკოვი მზადაა დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, თუმცა უსაფრთხოების რისკები და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ისევ გრძელდება.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეთანხმება შეხვედრაზე „საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯია, რომელიც მოსკოვმა კიევისთის აშშ-ის ახალი სამხედრო მხარდაჭერის ფონზე გადადგა," - წერს ბრიტანული „როიტერზი"

აშშ-ის პრეზიდენტმა, ორსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელსაც თავად პროდუქტიულს უწოდებს, განაცხადა, რომ პუტინს შეიძლება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ბუდაპეშტში შეხვდეს. კრემლმა შეხვედრის გეგმები დაადასტურა, თუმცა არცერთ მხარეს კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებია.

რუსეთის პუტინმა ტრამპთან საუბრის შემდეგ უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა, განაცხადა პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა.

უშაკოვის ინფორმაციით, შეხვედრის დრო საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ერთობლივი მუშაობის შედეგად გაირკვევა.

უშაკოვის განცხადებით ირკვევა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის საკითხს დაუთმეს. მისი მტკიცებით, პუტინმა ხაზი გაუსვა რუსეთის ერთგულებას კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მიმართ და სიტუაცია დეტალურად შეაფასა.

საინტერესო დეტალია, რომ სატელეფონო ზარი უკრაინის პრეზიდენტის ვაშინგტონში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე განხორციელდა.

პუტინი ტრამპს რაკეტების მიწოდებაზე აფრთხილებს

სატელეფონო საუბრისას პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების მიწოდება სამშვიდობო პროცესს დააზარალებს და აშშ-რუსეთის ურთიერთობებს დააზიანებს, განაცხადაკრემლის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

„როგორ ფიქრობთ, რას იტყვის ის, „გთხოვთ, ტომაჰავკები გაყიდეთ?" - ხუმრობით უთხრა ტრამპმა მოგვიანებით ჟურნალისტებს. „არა, მას არ სურს", - დასძინა ტრამპმა .

ზელენსკიმ, რომელიც უკვე ვაშინგტონშია, თქვა, რომ პუტინის გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ აჩვენებს, რომ ის თავდაცვით პოზიციაზეა.

„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მოსკოვი ჩქარობს დიალოგის განახლებას, როგორც კი „ტომაჰავკებს ვახსენებთ ", - თქვა მან X-ზე.

ყურადღება მიიპყრო ტრამპ-პუტინის სამიტისთვის შერჩეულმა უნგრეთის ლოკაციამაც. პუტინი ზოგიერთ იურისდიქციაში სავარაუდო ომის დანაშაულებისთვის იძებნება, რაც მის მოგზაურობას ზღუდავს.

უკრაინისა და უნგრეთის ურთიერთობა კი სულ უფრო და უფრო იძაბება. ზელენსკიმ გასულ თვეს უნგრული დრონები უკრაინის საჰაერო სივრცის გადაკვეთაში დაადანაშაულა, რამაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აიძულა, ეპასუხა, რომ უკრაინა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო არ იყო.

„ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა შესანიშნავი ამბავია მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხისთვის", - თქვა ორბანმა X-ზე. „ჩვენ მზად ვართ!" მოგვიანებით აღიშნა, რომ აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ პარასკევს ოვალურ კაბინეტში რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ ზელენსკის ინფორმაციას მიაწვდის.

უკრაინა თავდასხმის დიაპაზონის გაფართოებას ცდილობს

კიევი და მოსკოვი ომის ოთხი წლისთავის მოახლოებასთან ერთად ესკალაციას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი თავდასხმებით აგრძელებენ..

სატელეფონო ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში მხოლოდ კი რამდენიმე სამიზნის მიმართულებით რუსეთმა ათობით რაკეტა და 300-ზე მეტი დრონი გაუშვა.რუსეთი ძველ სტრატეგიას აგრძელებს, რომელიც ზამთრის მოახლოებასთან ერთად სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს გულისხმობს.მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტრო ქსელზე თავდასხმები უკვე ელექტროენერგიის გათიშვასაც იწვევს.

მეორეს მხრივ, უკრაინას სურს რაკეტები, რომლებიც მოსკოვს და რუსეთის სხვა მსხვილ ქალაქებს მისი მოქმედების დიაპაზონში მოაქცევს. კიევმა საკუთარი თავდასხმები რუსულ სამიზნეებზე გააძლიერა, მათ შორის ხუთშაბათს სამიზნე სარატოვის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×