რეზონანსი
17.10.2025

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) D ბლოკთან პარტნიორობით, შეხვედრების სერია - GAIA Meetup დაიწყო. რეგულარული შეკრებების მიზანი, ცოდნის გაზიარება, ნეთვორქის გაძლიერება და აქტუალურ თემებზე საუბარია. GAIA-ს ყოველთვიურ შეხვედრებზე, ტექპროფესიონალები შეიკრიბებიან და საინტერესო ტექნოლოგიურ თემებზე იმსჯელებენ, ინდუსტრიაში არსებულ და მიმდინარე სიახლეებს განიხილავენ და ერთმანეთს თავის პროექტებს გაუზიარებენ. 

ამავდროულად, GAIA-ს ასოცირებული წევრებისთვის შეხვედრები ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები განიხილავენ, როგორ ცვლის AI მათ ინდუსტრიებს, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უკეთესად თავის საქმეში და რა სიახლეებია AI-ის მიმართულებით.

„GAIA-ს მიზანი საქართველოში AI-ის და მონაცემთა მეცნიერების პროფესიული საზოგადოების გაძლიერებაა. ამის მიღწევის საუკეთესო გზა კი ცოდნისა და გამოცდილების მუდმივი გაზიარებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება GAIA-ს Meetup-ები, რომელიც ყოველთვიურად ჩატარდება" - გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.

Meetup შეხვედრების მთავარი მხარდამჭერია თიბისი.

„GAIA-სთან თანამშრომლობით, ვაგრძელებთ იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს AI-ისა და მონაცემთა მეცნიერების სფეროში განათლების ხელმისაწვდომობას, ცოდნის გაზიარებას და პროფესიული ეკოსისტემის გაძლიერებას. ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავარია გჯეროდეს, იკვლიო, ისწავლო და შექმნა ახალი. გვჯერა, რომ Meetup-ების შეხვედრების სერია ხელს შეუწყობს ახალი თაობის განათლებას და საქართველოში ტექეკოსისტემის განვითარებას“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.

პირველი შეხვედრა 16 ოქტომბერს ჩატარდა. თიბისის გუნდის პროფესიონალმა სპიკერებმა თეა ყიფშიძემ და არჩილ ქსოვრელმა აუდიტორიას AutoML-ის განვითარების და დანერგვის გამოცდილება და პრაქტიკები გაუზიარეს.

შეხვედრები თვეში ერთხელ, ფიზიკურად ჩატარდება, გაეცანით Meetup-ების კალენდარს, დარეგისტრირდით და დაესწარით თქვენთვის საინტერესო თემის განხილვას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×