რეზონანსი
17.10.2025

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა; ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ვილნიუსში, „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები მიმართული უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვაზე, მათ შორის პროპაგანდისტებისა და ბიზნესმენების პერსონალურ სანქცირებაზე.

„რეჟიმის წევრებმა, მათმა პროპაგანდისტებმა და ბიზნეს ელიტამ უნდა დაკარგონ თქვენს ქვეყნებში მოგზაურობის უფლება. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა; ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ. თქვენ ასევე უნდა შეწყვიტოთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით სესხების გაცემა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობისთვის, რომლითაც ის აფინანსებს რეპრესიულ მანქანას და კორუფციულ სქემებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×