რეზონანსი
17.10.2025

თბილისის მერი მედიასთან პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს გამოეხმაურა. მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანაში შექმნილი აგენტურული ქსელიდან გამომდინარე.

„იმ ადამიანების, პოლიტიკოსების ადგილი, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, იღებენ გარედან დავალებებს, ქართულ პოლიტიკაში არ არის. კონკრეტული ფაქტები ვნახეთ, რამხლა ზიანის მომტანია ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. ჯერაც არ მოგვიშუშებია ის ტკივილი და უბედურება, რაც ქვეყანას დაატყდა თავს. პოლიტიკაში უნდა იყვნენ ისინი, რომლებიც ქართველი ხალხის დაკვეთას ასრულებს. უდიდესი პრობლემაა, როცა სხვა ადამიანების და არა ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურები. პოლიტიკური პარტია, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა არამხოლოდ საქართველოსთვის, სხვა სახელმწიფოებისთვისაც მწვავეა.

„საუბარია აგენტურულ ქსელზე, რაც წლების განმავლობაში იქმნებოდა და ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ის შემქნილიყო. ეს პრობლემა მარტო საქართველოში არ არის. ბევრ სახელმწიფოში, სადაც კონკრეტული ადამიანები ცდილობდნენ, სახელმწიფო გადატრიალებები მოეწყოთ, იგივე მეთოდებით მუშაობდნენ. ამასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა. ამას ვამბობდით წლების წინ ჩვენ, რაზეც ქილიკობდნენ და დაგვცინობნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×