რეზონანსი
17.10.2025

 

შეუძლებლის შეძლება მარტივი არ არის. მაგრამ როდესაც შენი თავის გჯერა, ეს რწმენა სხვებსაც აერთიანებს შენს გარშემო  და ერთი შეხედვით მიუღწეველი მიზანიც უფრო ადვილად მიღწევადი ხდება. 

წარმატების გზაზე პირველი ნაბიჯი ყოველთვის საკუთარი თავის, იდეის, მიზნის ან შესაძლებლობის დაჯერებით იწყება. თვითრწმენა ქმნის იმ ენერგიას, რომელიც ფიქრს რეალობად, ხოლო რეალობას - ერთ ან მრავალ გამარჯვებად აქცევს. 

ბევრმა ადამიანმა ეს გზა უკვე გაიარა, ბევრი კი, ამ გზას ახლა გადის.   

თიბისი, თავისი გზავნილით „მთავარია გჯეროდეს“, სწორედ, ასეთი ადამიანების გარშემო ერთიანდება. დღეს, ილია თოფურია თიბისის ბრენდის ამბასადორი გახდა. თიბისისთან ერთად, ის ეცდება, შთაგონება და მოტივაცია მისცეს ყველას, ვინც წარმატების და გამარჯვების გზას ახლა ადგას. თიბისის და ილიას ერთად სჯერათ, რომ რწმენა და გამბედაობა, სიჯიუტესთან ერთად, ყოველთვის წარმატებამდე მიიყვანს ადამიანს. 

ილია თოფურიამ შეუძლებელი ერთხელ კი არა, ბევრჯერ შეძლო - თვითრწმენით, სიჯიუტით და გამბედაობით. მისი განვლილი გზა გვახსენებს, რომ გამარჯვება ყოველთვის იწყება იქ, სადაც ჯერ შენი მიზნის მიღწევას იჯერებ და შემდეგ აღწევ მას.  

ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი: 

„თიბისისთვის სასიხარულო და საამაყოა მსოფლიო დონის ვარსკვლავთან თანამშრომლობა. ილია თოფურიას კარიერა, მისი განვლილი გზა სამაგალითოა და ზუსტად ასახავს თიბისის მთავარ სათქმელს - მთავარია გჯეროდეს! ვფიქრობ, ამით ადამიანებს კიდევ უფრო მეტად შთავაგონებთ, საკუთარი მიზნის დაიჯერონ და რწმენა რეალობად აქციონ.“ 

ილია თოფურია: 

„ძალზე მადლიერი და იღბლიანი ვარ იმის გამო, რომ თიბისის ოჯახის წევრი გავხდი. ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა, რომელიც ემყარება თავდაჯერებულ წინსვლას, თვითრწმენას, გამბედაობას და პირადი და პროფესიული ზრდის მიმართ თავდადებას. ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე ბანკს, რომელიც საქართველოში პროგრესის ფლაგმანია თავისი მტკიცე ღირებულებებით და მომავალზე მკაფიო ორიენტირებულობით”.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×