რეზონანსი
17.10.2025

მომღერალს, პედაგოგს ელდარ გეწაძეს შვილი გარდაეცვალა. მზია გეწაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში საოპერო მომღერალი თამარ ივერი გვატყობინებს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„არც კი ვიცი რა დავწერო, როგორ დავწერო. ღმერთო, როგორ მეწყინა. ჩვენი მზია გეწაძე. როგორ გვეგონა ყველას რომ დაამარცხებდა ამ ჯანმრთელობის კრიზისს.

სულით და გულით ვუთანაგრძნობ ჩემს უსაყვარლეს ადამიანს, ბატონ ელდარს, ჩემს ირმას, დარეჯანს… და მთელ მის ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას! გამაგრდით! უფალმა გადაგატანინოთ ეს ტკივილი“ - წერს თამარ ივერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×