რეზონანსი
16.10.2025

 რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლები დაუყოვნებლივ დაიწყებენ სამიტის მომზადებაზე მუშაობას. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განუცხადა.

მანამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ორი ლიდერის დიალოგი იყო „პროდუქტიული".

ტრამპის თქმით, საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო აშშ-სა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არის პუტინთან პირადად შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართება.

„შეთანხმება მიღწეულია, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლები დაუყოვნებლივ დაიწყებენ სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს, რომელიც, მაგალითად, ბუდაპეშტში შეიძლება გაიმართოს", - განაცხადა იური უშაკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×