რეზონანსი
16.10.2025

 თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს გააცნო დეტალები ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ.

ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კვლავაც შესაძლებელია ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება.

სატელეფონო საუბარი ორი საათი გაგრძელდა. სპიკერმა აღნიშნა, რომ ტრამპის აზრით, უკრაინაში ომის საკითხზე გარკვეული პროგრესი მიღწეულია.

„პრეზიდენტი გააგრძელებს ძალისხმევას მშვიდობის მისაღწევად", - დასძინა ლევიტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×