რეზონანსი
16.10.2025

 ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაციას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ უნიკალურ გეგმას საზოგადოება დიდი ხნის მანძილზე ელოდა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დარგის სპეციალისტები და ახალგაზრდები ერთად იმუშავებენ, უმაღლესი განათლების რეფორმის რეალურ საქმედ ქცევაში.

"ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის განვითარების უნიკალური გეგმა წარადგინა, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ველოდით.

მნიშვნელოვანია, რომ დარგის სპეციალისტები და ახალგაზრდები ერთად იმუშავებენ, ამ რეფორმის რეალურ საქმედ ქცევაში.

ასევე, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს, რომელიც დანიშვნის დღიდან ენერგიულად და გუნდურად შეუდგა მუშაობას." - წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×