
თუ არის რესურსი, რომ დიალოგის გზით დარეგულირდეს ის, რომ „შავი ფული“ არ ტრიალებდეს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში, მზად ვართ ამ კანონებს გადავხედოთ, აგრამ იქამდე, ვიდრე „შავი ფული“ იქნება ერთ-ერთი ბერკეტი, საქართველოში პოლიტიკური პროცესები არიონ, ბუნებრივია, ამ კანონებს ექნება არსებობის საფუძველი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მიღებული კანონების გადახედვას არ აპირებს, თუმცა მზად არიან გააუქმონ “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), თუ ამერიკელებიც გააუქმებენ.
,,კანონების ჯაჭვი იყო პასუხი პრობლემებზე, რომელიც საქართველოში არსებობდა და დღემდე არსებობს - ეს არის პოლიტიკური „შავი ფულის“ ტრიალი, არჩევნებში ჩარევის მცდელობები, პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემაზე ფარული გავლენების მოხდენის მცდელობა. სწორედ ამ პრობლემაზე პასუხი იყო „ფარაც“, „გამჭვირვალობის კანონიც“, „გრანტების კანონიც“ და „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებები“. ამიტომ ვამბობ, რომ თუ ეს ძირეული პრობლემები მოგვარდება, თუ არის იმის რესურსი, რომ დიალოგის გზით დარეგულირდეს ის, რომ „შავი ფული“ არ ტრიალებდეს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ კანონებს გადავხედოთ, მაგრამ იქამდე, ვიდრე „შავი ფული“ იქნება ერთ-ერთი ბერკეტი და ინსტრუმენტი, რომ საქართველოში არიონ პოლიტიკური პროცესები, ბუნებრივია, ამ კანონებს ექნება არსებობის საფუძველი და ამის გამო ჩვენ არ ვაპირებთ მის გადახედვას. „ფარაზე“, გარდა იმისა, რომ ჩვენთან შეიძლება რაღაც შეიცვალოს, მზად ვართ „ფარაც" გავაუქმოთ, თუ ამერიკელებიც გააუქმებენ „ფარას“, თუ ჩათვლიან, რომ „ფარა“ მათ დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება“,-განაცხადა მახაშვილმა.