რეზონანსი
16.10.2025

ვენეციის კომისიის შეფასებები არგუმენტები დაუსაბუთებელი და არასერიოზულია "ქართული ოცნებისთვის," სადაც აცხადებენ, რომ კანონი ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგია, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით ყველა კითხვას ხსნის. ვენეციის კომისიის კი, მათივე შეფასებით, ჩიხში შედის და განზრახ არ უნდა დაინახოს კავშირი ამ ორ კანონს შორის.

რაც შეეხება გრანტების კანონს - "ქართულ ოცნებაში" კომისიის მხრიდან მიკერძოებულ შეფასებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ კომისია სცდება მის მანდატს.

"სამწუხაროდ, არის სრულიად დაცლილი ობიექტური შეფასებისგან ის დასკვნები, რომლებიც ჩვენ ამ კომისიისგან მივიღეთ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ჩვენი ქვეყნის, როგორც პროქსი ძალის გამოყენების პერსპექტივა ცალკეული ძალების თვალსაზრისით კიდევ არსებობს. როგორ შეიძლება გამჭვირვალობის შესახებ კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყოს დემოკრატიული, იყოს სუვერენიტეტის დამცველი და საქართველოში ეს იყოს დემოკრატიის დამანგრეველი? - პრაქტიკულად ეს არის გამორიცხული ამბავი. აქვე ჩანს, თუ რამდენად სუბიექტური მიდგომებით არის გაჯერებული ყველა ის დამოკიდებულება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მიმართ. როგორც კი ამ სუბიექტივიზმს გვერდზე გაწევენ, ჩვენ, ასევე, ვხედავთ, რომ ობიექტური შეფასების ჭრილში ვერაფერს ვერ უშვრებიან იმ პროგრესსა და წარმატებას, რომელიც საქართველომ განიცადა," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

ვენეციის კომისია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებსა და "უცხოური გავლენის" შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრებას აქვეყნებს. კომისია აღნიშნავს, რომ FARA-ს ქართული ანალოგის არასაკმარისი სიცხადე და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის სამართლებრივ პრინციპებს, კანონით დაწესებული ვალდებულებები კი არაპროპორციულია. კომისიის აზრით, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ანტიკორუფციულ ბიუროს მინიჭებული აქვს უკიდურესად ფართო დისკრეცია და მას არ გააჩნია დამოუკიდებლობის საკმარისი გარანტიები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×