
წელს აღინიშნება მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვებისა და ჩინელი ხალხის მიერ იაპონური აგრესიის წინააღმდეგ ომში გამარჯვების მე-80 წლისთავი. თაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია, მისი ჩინეთში დაბრუნება იაპონური აგრესიის წინააღმდეგ ომში გამარჯვების შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი მიღწევაა. ერთი ჩინეთის პრინციპი საერთაშორისო საზოგადოების უნივერსალური კონსენსუსი და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმაა.
ბოლო დროს, თაივანის შიდა და გარე ზოგიერთმა ძალამ დაამახინჯა და გააკრიტიკა გაეროს გენერალური ასამბლეის 2758-ე რეზოლუცია, რითაც ცდილობდნენ ე.წ. „თაივანის გაურკვეველი სტატუსის" თეორიის ხელახლა გაღვივებას და თაივანის ე.წ. „საერთაშორისო სივრცის" გაფართოებაში დახმარებას. ეს გამოსვლები ამახინჯებს ფაქტებს, აყალბებს ისტორიას, ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტურ ნორმებს, როგორიცაა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა და ასევე ცდილობს ერთი ჩინეთის პრინციპისთვის ძირის გამოთხრას, რაც მიუღებელია.
1.თაივანი უდავოდ და უცვლელად ჩინეთის ნაწილია
მრავალი ისტორიული ჩანაწერი, დოკუმენტი და არქეოლოგიური აღმოჩენა ადასტურებს ჩინელი ხალხის მიერთაივანის ადრეული განვითარების ფაქტს. თაივანის შესახებ ყველაზე ადრეული ჩანაწერები ჩინეთში ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვით III საუკუნით თარიღდება. სუნგისა და იუენის დინასტიების შემდეგ, ჩინეთის ცენტრალურმა მთავრობებმა ადმინისტრაციული იურისდიქციის დამყარება დაიწყეს ფენგხუსა და თაივანში. 1894 წლის ივლისში, იაპონიამ დაიწყო პირველი ჩინეთ-იაპონიის ომი, რის შედეგადაც დამარცხებული ცინგის მთავრობა აიძულა, მომდევნო წლის აპრილში თაივანი და ფენგხუს კუნძულები დაეთმო.1941 წლის 9 დეკემბერს,ჩინეთმა იაპონიასთან ომი გამოაცხადა და საჯაროდ განაცხადა, რომ „ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება, შეთანხმება და კონტრაქტი გაუქმებული იყო" და უკან დაიბრუნებდათაივანსა და ფენგხუს კუნძულებს.1943 წლის „კაიროს დეკლარაცია" ცალსახად ითვალისწინებდა იაპონიის მიერ მიტაცებულითაივანის ჩინეთისთვის დაბრუნებას. 1945 წლის „პოტსდამის დეკლარაციამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „კაიროს დეკლარაციის პირობები აუცილებლად უნდა შესრულდეს". 1945 წელს იაპონიამ ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს, რომლითაც აიღო ვალდებულება „კეთილსინდისიერად შეესრულებინა პოტსდამის დეკლარაციით გათვალისწინებული ვალდებულებები". ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა „თაივანზე სუვერენიტეტის აღდგენა" და თაიპეიში გამართა „ჩინეთის საომარ მოქმედებათა ასპარეზის, თაივანის პროვინციისკაპიტულაციის ცერემონია". საერთაშორისო სამართლის ძალის მქონე მნიშვნელოვანი დოკუმენტების ეს სერია, ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების შემდგომი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებას ახდენდა და ნათლად ადასტურებდა ჩინეთის სუვერენიტეტს თაივანზე. ჩინეთმა თაივანი დაიბრუნა როგორც იურიდიულად, ასევე ფაქტობრივად.
2. გაეროს გენერალური ასამბლეის 2758-ე რეზოლუცია ადასტურებს ერთი ჩინეთის პრინციპს
სწორედ იმ ფაქტსა და წინაპირობაზე დაყრდნობით, რომ „თაივანი ჩინეთის ტერიტორიაა", გაეროს 26-ე გენერალურმა ასამბლეამ 1971 წლის 25 ოქტომბერს ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო 2758-ე რეზოლუცია, ერთი ჩინეთის პრინციპი კი სწორედ მისიწინაპირობა და საფუძველია. რეზოლუციაში ნათლად არის ნათქვამი, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის, მათ შორის თაივანის, ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია,არ არსებობს „ორი ჩინეთი" ან „ერთი ჩინეთი, ერთი თაივანი". 2758-ე რეზოლუციის მიღების შემდეგ, გაერო, მისი სპეციალურიორგანოები და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციები მკაცრად იცავენ მის დებულებებს.
გაეროს გენერალური ასამბლეის 2758-ე რეზოლუციის მიღებამ ფართო და ღრმა პოლიტიკური გავლენა მოახდინა საერთაშორისო ურთიერთობებზე და ხელი შეუწყო ერთი ჩინეთის პრინციპს, როგორც ფუნდამენტურ ნორმას საერთაშორისო ურთიერთობებში და კონსენსუსს საერთაშორისო საზოგადოებაში. 183-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ერთი ჩინეთის პრინციპის საფუძველზედაამყარა და განავითარადიპლომატიური ურთიერთობებიჩინეთთან. თაივანის რეგიონის საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ერთიჩინეთის პრინციპის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. თაივანს არ აქვს არანაირი საფუძველი, მიზეზი ან უფლება, გაწევრიანდეს გაეროში ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოებისთვისაა ღია.
3. გაეროს გენერალური ასამბლეის 2758-ე რეზოლუციის დამახინჯება საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების აშკარა გამოწვევაა
გაეროს გენერალური ასამბლეის 2758-ე რეზოლუციაში ცალსახად არის ნათქვამი: „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპების გახსენება" და „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლეგიტიმური უფლებების აღდგენა აუცილებელია გაეროს წესდებისა და იმ მისიის დასაცავად, რომელიც ორგანიზაციამ უნდა შეასრულოს ამ წესდების მიხედვით", იგი ნათლად განმარტავს გაეროს ავტორიტეტის დაცვის აშკარა პოზიციას. წელს ასევე აღინიშნება გაეროს დაარსების მე-80 წლისთავი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის ბირთვს წარმოადგენს. ამჟამად, მიმდინარე რეგიონული კონფლიქტების გამო, რომლებიც გავლენას ახდენენ გლობალურ უსაფრთხოებასა და განვითარებაზე, გაეროს ავტორიტეტის მტკიცედ დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
ცალკეული ქვეყნები და თაივანის ხელისუფლება ხშირად ალიაქოთს ტეხენ გაეროს გენერალური ასამბლეის 2758-ე რეზოლუციის შესახებ. მათი მიზანი კვლავ „თაივანის გაურკვეველი სტატუსის" თეორიის პოპულარიზაციაა, რითაც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ რეზოლუციით დადასტურებულ ერთი ჩინეთის პრინციპს და თავიდან მოიშორონ „თაივანის დამოუკიდებლობის" წინაშე არსებული სამართლებრივი დაბრკოლებები. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 2758-ე რეზოლუციის საწინააღმდეგო ნებისმიერი ქმედება არა მხოლოდ ჩინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვისაა გამოწვევა, არამედ გაეროს ავტორიტეტისა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგისთვისაც. ეს ისტორიაში აშკარა უკან გადადგმული ნაბიჯია, სრულებით აბსურდული და საშიში.
ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება „თაივანის დამოუკიდებლობისკენ"მიმართულ სეპარატისტულ ქმედებებსა და გარე ძალების ჩარევას და მტკიცედ იცავს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 80 წლის წინ, ჩინეთმა დაამარცხა დამპყრობლები და დაიბრუნა თაივანი. დღევანდელი ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო და სამხედრო ძლიერება. ჩინეთისთვისდღესდღეობით კიდევ უფრო შეუძლებელია, უმოქმედოდ იჯდეს და თაივანის გახლეჩის მცდელობებს სისრულეში მოყვანის საშუალება მისცეს!
ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან, ერთმანეთს ენდობიან და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთი აფასებს საქართველოს მიერ ერთი ჩინეთის პრინციპისადმი ხანგრძლივ ერთგულებას და მზადაა,საქართველოსთან ერთად კვლავდაიცვას ერთმანეთის ძირითადი ინტერესები, გაეროზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი ნორმები, ასევე მზადაა, კაცობრიობას ხელი შეუწყოს მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და პროგრესის ნათელი მომავლისკენ სვლაში.
ჩინეთის ელჩი საქართველოში
ჭოუ ციენი