რეზონანსი
16.10.2025

ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ვენეციის კომისიის ანგარიში კარგი მაგალითია იმისა, რომ კომისია იქცა პოლიტიკურ და არა სამართლებრივი დასკვნების შემდგენლად. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე კომისიის მხრიდან ორმაგ სტანდარტზეც საუბრობს და მაგალითად აშშ-ში მოქმედი FARA მოჰყავს.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვენეციის კომისია არა სამართლებრივ ჭრილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში აკეთებს თავის დასკვნებს. ჩვენ ამას ბოლო წლებია, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ და, შესაბამისად, თუ რამე სამართლებრივი დასაბუთება არსებობს, შეუძლიათ სამართლებრივად დაასაბუთონ. ფიზიკურად არ არსებობს და, ამ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს აკრიტიკებენ, ძალიან საინტერესოა, იგივე კრიტიკა იქნება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართაც, სადაც FARA უკვე თითქმის საუკუნეა მოქმედებს. თუმცა, ჩვენ არ გვგონია, რომ ამერიკასთან დაკავშირებით გაბედონ იგივე განცხადებებისა და დასკვნების გამოტანა“, - მიიჩნევს მაჭავარიანი.

ვენეციის კომისია ამერიკული ფარას კანონის ანალოგის გაუქმებას ითხოვს, კომისიამ შესაბამისი რეკომენდაცია გამოსცა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ამერიკული ფარას ანალოგი საქართველოში, კანონის უზენაესობას უქმნის საფრთხეს. კომისია აკრიტიკებს გრანტების, მაუწყებლობის და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებსაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×