რეზონანსი
15.10.2025

თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, თბი­ლი­სის მეტ­როს პირ­ველ ხაზ­ზე მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლა სად­გურ­ზე გა­ნახ­ლდა. ცოტა ხნის წინ მეტ­რო­სად­გურ „სამ­გორ­ში“ მგზავ­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა და ამ ფაქტის გამო, მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი “სამ­გო­რი”, “ისა­ნი” და “ვარ­კე­თი­ლი” დრო­ე­ბით ვერ ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ მგზავ­რებს.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყ­ვე­ბი­ან, რომ 55 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კაცს, სა­ვა­რა­უ­დოდ, გული გა­უ­ჩერ­და. შემ­თხვე­ვის დროს მას­თან ერ­თად შვი­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

"უცებ გა­უ­ჩერ­და გული მგზავ­რო­ბი­სას. ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცია იყო, მე რომ მი­ვე­დი. დიდ ხანს გუ­ლის მა­საჟს უკე­თებ­დნენ. ცდი­ლობ­დნენ გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბას, თუმ­ცა უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. 55 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცი იყო. ვა­გონ­ში დამ­ჯდა­რი გა­ლურ­ჯდა მო­მენ­ტა­ლუ­რა­დო, მა­შინ­ვე მი­ი­ღეს ზო­მე­ბი, შვი­ლიც თან ახ­ლდა, ალ­ბათ ამი­ტომ და­სა­ხელ­და გუ­ლით გარ­დაც­ვა­ლე­ბა, რომ ლურ­ჯი ფერი მი­ი­ღო. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, სას­წრა­ფოს ექი­მი და­ვი­ნა­ხე ბო­ლომ­დე მა­საჟს უკე­თებ­და" - გვიყ­ვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

წყარო: ამბები.გე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×