რეზონანსი
15.10.2025

ეუთო მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

შესაბამისი პრესრელიზი ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვიზიტის დროს ვალტონენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს.

მაღალი დონის შეხვედრების დროს, მოქმედმა თავმჯდომარემ ვალტონენმა თანამოსაუბრეები დაარწმუნა ეუთოს მუდმივ მხარდაჭერაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მიმართ. მინისტრმა ვალტონენმა იხილა 2008 წლის ომის ხანგრძლივი შედეგები საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტის დროს.

„გამყოფი ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების შეშფოთების მოსაგვარებლად საჭიროა საერთაშორისო

საზოგადოების მუდმივი ყურადღება კონფლიქტის კონტექსტის მიმართ. მე ვაფასებ სამხრეთ კავკასიაში ჩემი სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის, კრისტოფ სპეტის აქტიურ ძალისხმევას ამ კუთხით“, - ციტირებს ეუთო მინისტრ ვალტონენის განცხადებას.

ასევე, განცხადების თანახმად, ვალტონენმა თანამოსაუბრეებს ეუთოს წევრი ქვეყნებისა და ეუთოს ინსტიტუტების შეშფოთების შესახებ შეატყობინა საქართველოს დემოკრატიულ მმართველობაზე და შემზღუდველ კანონმდებლობაზე, რომელიც ხელს უშლის სივრცეს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის თანამშრომლებისთვისა და ჟურნალისტებისთვის.

“არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები, და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორები დემოკრატიული გამძლეობის სისხლი არიან. ისინი უპირისპირდებიან უსამართლობას, წინ წევენ ინოვაციას და ძალაუფლების მქონე პირებს ანგარიშვალდებულებას აკისრებენ. მათი ხმები უბრალოდ გაგონილი არ უნდა იყოს - ისინი დაცულიც უნდა იყოს. საქართველოს მთავრობამ კრიზისიდან გამოსავალი უნდა იპოვოს, და თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი საჯარო ნდობა უნდა აღადგინოს”, - განაცხადა ვალტონენმა, რომლის ციტატასაც ეუთო აქვეყნებს.

ასევე, პრესრელიზის თანახმად, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთოს მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვალდებულებების შესრულებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×