რეზონანსი
15.10.2025

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უნგრეთის პრემიერი შეაქო და მას დიდებული ლიდერი უწოდა.

ჩეხეთის პრემიერი იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის შეფასებას და ამის შესახებ X-ზე წერს, რომ ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია და გასაკვირი არ არის, რომ ის იყო V4 ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ეგვიპტის შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამშვიდობო სამიტს დაესწრო.

"სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს - ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია. გასაკვირი არ არის, რომ ის იყო V4 ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც დაესწრო ეგვიპტის შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამშვიდობო სამიტს, სადაც 27 მსოფლიო ლიდერი - მათ შორის, მხოლოდ 7 ევროკავშირიდან - შეიკრიბა ღაზაში ომის საბოლოოდ დასასრულებლად. ასევე, ჩემი განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, რომლის დიპლომატიური ძალისხმევის გარეშეც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ იქნებოდა", - დაწერა პრემიერმა ბაბიშმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანის შესახებ შემდეგი რამ თქვა: "ჩვენ აქ გვყავს უნგრეთი. სად არის ვიქტორი? ჩვენ გვიყვარს ვიქტორი. თქვენ ფანტასტიკური ხართ. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი არ დამეთანხმება, მაგრამ მე ვარ ერთადერთი, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×