რეზონანსი
15.10.2025

4 ოქტომბრის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოძიების კითხვებს დღეს თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა.

"ფედერალისტების" ლიდერის გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ, ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, მისივე განცხადებას უკავშირდება. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ 4 ოქტომბრის სცენარს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში განიხილავდნენ და პროცესში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც.სასამართლოში დღეს გამოკითხვაზე კიდევ რამდენიმე პირი იმყოფება.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებში ჩართული იყო, თუმცა ამ ყველაფერზე საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, ბაჩო ახალაია იყო ამ ყველაფერში ჩართული, უბრალოდ, ეს ყველაფერი მე ვიცი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. პირველ რიგში, ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავას, რაც მთავარია, ანი ნადარეიშვილის, ბურჭულაძის საჯარო განცხადებებიდან ნებისმიერი გონიერი, საქმეში ჩახედული, პროფესიონალი ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი იმავეს მიხვდებოდა.

დარწმუნებული ვარ, რომ საქმის კურსში იყო [მიხეილ სააკაშვილი] და ის, რომ ამ ყველაფერს გაემიჯნა ზუსტად მაგ შიშთ არის განპირობებული, რომ ბაჩო ახალიას დაუკავშირდა ეს ყველაფერი. გაემიჯნა ყველაფერს, ცოტა ხანში ბაჩო ახალიასაც გაემიჯნება. წაიკითხეთ თინა ბოკუჩავას პოსტი, როგორ ეხვეწებოდა, რომ ოთხი ოქტომბრის ნაცვლად მხარ მისი აჯენდისთვის დაეჭირათ და მერე უყურეთ სააკაშვილი რა აკეთებდა. ან ახლა ან არასდროსო და ა.შ.", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×