|

4 ოქტომბერს ავიცილეთ 90-იანი წლების საქართველო. ჩვენ ნეპალთან და მაიდანთან შედარებაც არ გვჭირდება იმიტომ, რომ ნეპალი და მაიდანი ჩვენს ქვეყანაში გვინახავს 90-იან წლებში, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 4 ოქტომბერს უცხოეთიდან წაქეზებულ ძალადობას ევროპულ და ქრისტიანულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს.
„ჩვენ ის თაობა ვართ, ვინც ეს ყველაფერი გამოვიარეთ - რა დაემართა ჩვენს ქვეყანას და რა დავმართეთ ჩვენს ქვეყანას და ამას დღისით, მზისით გვიპირებდნენ უცხოეთიდან წაქეზებული ჯგუფები, ევროკავშირის დროშით აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის ატრიალებას. განა სირცხვილი არ არის, რომ ევროკავშირის დროშით პრეზიდენტის სასახლეს შტურმით იღებდნენ? ეს კადრები ხომ გახსოვთ?! ეს ხომ სირცხვილია და ზუსტად ეს არის ის, რასაც სინამდვილეში ბრიუსელის დემოკრატია დღეს ევროკავშირს უკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დავინახოთ და გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ბრიუსელი თუ სხვადასხვა დედაქალაქის პოლიტიკური ჯგუფები და ევროკავშირი - ის ღირებულებები, რომლის შემოქმედებიც ჩვენ ვართ. ევროკავშირი დგას ევროპულ ანუ ქრისტიანულ ღირებულებებზე და არაფერი საერთო უცხო ქვეყნის წაქეზებულ ძალადობას ევროპულ და ქრისტიანულ ღირებულებებთან არ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|