რეზონანსი
13.10.2025

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მისასალმებელია ყველას ის გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძველზე მიიღება და არა იმ უსამართლო მიდგომებით, რომლითაც მაგალითად ევროკავშირის ინსტიტუციები გამოირჩევიან საქართველოს დელეგაციების მიმართ.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძვლებზე იქნება აგებული, რომელიც იქნება იმ გარემოებებით მიღებული, რომელი გარემოებების რეალური შეფასებაც არის ქვეყნის შიგნით ჩვენს მდგომარეობაზე, ყველა ასეთი გადაწყვეტილება არის მისასალმებელი და განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, ყველა ის ობიექტური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ სხვადასხვა წარმომადგენლობისგან, ინსტიტუციისგან, ეს ევროკავშირი იქნება, თუ არა მხოლოდ, ბევრ ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებას, მიდგომას ჩვენი დელეგაციების მიმართ. არაფერს ვამბობ იმ რეზოლუციებსა, თუ პოლიტიკურ განცხადებებზე, რასაც ვისმენთ. ასე რომ, ნებისმიერ ობიექტურ საწყისებსა და საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. 

ცნობისთვის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საპარლამენტო დელეგაციის შესწორებები იქნა გათვალისიწინებული, ასევე მიღებული გადაწყვეტილებით საპარლამენტო დელეგაციამ ასოცირებული სტატუსის კატეგორიიდან ახალ კატეგორიაში - „პარტნიორები ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისთვის“ გადაინაცვლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×