რეზონანსი
13.10.2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის თქმით, კარგი იქნება, თუ ბრიუსელიდან მაღალჩინოსნები გაემიჯნებიან მათი პრესსპიკერის მხრიდან 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მხარდამჭერ განცხადებას.

მაჭავარიანის შეფასებით, დუმილი ნიშნავს, რომ ბრიუსელის მაღალჩინოსნები ეთანხმებიან თავიანთი პრესსპიკერის განცხადებას.

„კარგი იქნებოდა, თუ იტყოდნენ, რომ ეს ბრიუსელის პოზიცია არ არის. ამის გაკეთება მარტივი სიტყვებით შეუძლიათ, რადგან დუმილი ნიშნავს, რომ ეთანხმებოდნენ თავიანთი პრესსპიკერის განცხადებას, რაც პირდაპირ წახალისება იყო ძალადობრივი აქციის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის. როცა ბრიუსელიდან ყველაფერზე – კარგზე, ცუდზე გამოდიან და სიტყვებს არ იშურებენ, „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ, მსოფლიომ ნახა, 4 ოქტომბერს, დამხობის როგორი მცდელობა იყო. ბუნებრივია, ველოდებით მათ კომენტარებს, რომ ეს იყო ძალადობის მცდელობა, რაც დემოკრატიას არ შეეფერება. მათი მხრიდან გასაკეთებელ განცხადებაზე მოლოდინი გამძაფრებულია, რადგან მათმა პრესსპიკერმა ძალადობრივი აქციის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×