რეზონანსი
13.10.2025

ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცამ პრეზიდენტის სასახლის ღობე გადაქლიბა, სასაცილოც აღარ არის - მე ვიდექი 3-ში იქ და ვქლიბავდი სასახლის ღობეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ტრაგიკული მდგომარეობაა, როდესაც ძალადობის გამართლებას იმით ცდილობენ, რომ „ღობე ისედაც მორყეული იყო“.

„ეს სასაცილოა. გადაჭრილი ღობე... მე ვიდექი და ვქლიბავდი სასახლის ღობეს. მე ვიყავი 3-ში ქლიბით ხელში და მთელი ღამე მოვანდომე, მერე მეგობრებიც დავიხმარე, მარტო ვერ მოვერიე და გადავქლიბეთ. იმდენად უტოპიურ შეთქმულების თეორიაში ხართ შესული... ეს არის კომიკური. მე არ ვიცი უკვე, რა მდგომარეობაში იმყოფება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როდესაც ასეთ შეთქმულების თეორიაში არიან შესულები. ჩვენ იქ ვნახეთ დამხობის მცდელობა, შევარდნილი ხალხი, რომელიც ძალადობდა. ჩვენ იქ ვნახეთ ძალიან ცუდი კადრები. 15-მდე დაშავებული პოლიციელი და შესაბამისად, იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცამ ღობე გადაქლიბა, სასაცილოც აღარ არის,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე, „როგორ შეიძლება 3 ადამიანს 3 წამში გადაენგრია ღობე“, მაჭავარიანი ამბობს: „ჯანზე იყვნენ ეტყობა, სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×