რეზონანსი
13.10.2025

იმაში, რომ ბაჩო ახალაია და მისით ამაყი მეუღლე მონაწილეობდნენ ამ პროცესებში, ეჭვი არავის გვეპარება. მათ შორის საჯარო, სოციალურ ქსელებში მათი აქტივობა ამ ყველაფერს ადასტურებს, თუმცა არა მხოლოდ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე - სპიკერმა ნინო წილოსანმა 4 ოქტომბრის საქმეში ბაჩო ახალაიას კავშირთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე.

მისი თქმით, ჰქონდა თუ არა 4 ოქტომბერს განვითარებული მოქმედებების დაგეგმარებაში კავშირი ბაჩო ახალაიას, ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა აქციამდეც პაატა ბურჭულაძეს არ დაუმალავს, რომ მასთან კონსულტაციებს გადიოდა.

„აქციებამდეც ჩვენ ვხედავდით, რომ პაატა ბურჭულაძე არ უარყოფდა, რომ რჩევებს და დარიგებებს იღებდა ბაჩო ახალაიასგან და რომ იკრიბებოდნენ პერიოდულად და ამ ყველაფერს განიხილავდნენ. თუმცა ბაჩო ახალაიას მონაწილეობა იყო თუ არა კონკრეტული კანონსაწინააღმდეგო მოქმედების დაგეგმვაში, ეს რა თქმა უნდა სამართალდამცავების პრეროგატივა არის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×