რეზონანსი
13.10.2025

აღმოსავლეთ სლოვაკეთში, როჟნიავის რაიონში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სლოვაკეთის სამაშველო სამსახურმა „ფეისბუქზე“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ადგილზე ვერტმფრენი და სასწრაფო დახმარების მანქანები გაიგზავნა.

„როჟნიავის რაიონში საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს. ადგილზე ხუთი სასწრაფო დახმარების მანქანა და ერთი ვერტმფრენი გაიგზავნა“, – ნათქვამია სლოვაკეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×