რეზონანსი
13.10.2025

4 ოქტომბრის მოვლენებზე ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ხელისუფლების დამხობის ჩავარდნილი სცენარის შემდეგ, მათი ნაწილი ღალატზე და გეგმის არევაზე საუბრობს და პროცესებისგან გამიჯვნას ცდილობს.

ისმის ურთიერთბრალდებებიც. მათი განცხადებით, ორგანიზატორები ვალდებულები არიან თქვან, რა იგეგმებოდა 4 ოქტომბერს და რა მოხდა შემდეგ.

პოლიტიკური პასუხისგებლობის აღებისკენ მოუწოდებს კოლეგებს პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

"საბოლოო ჯამში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამაინზეა, ვინც ამას მხარს უჭერდა, ვინც ცრუ იმედებს აჩენდა, მოუწოდებდა გასვლისკენ, ვითომ დეკლარაციის წაკითხვით რაღაც რევოლუცია შეიძლება მოხდეს და ხელისუფლება  გაიქცევა.

საბოლოო ჯამში, ამან კიდევ უფრო გააღვივა ნიჰილიზმი ოპოზიციურ  სპექტრზე, კიდევ უფრო დაასუსტა ჯამურად ოპოზიცია. "ლელო" იქნება, რომელიც მუწოდებდა არჩევნების შემდეგ მიტინგზე წასვლისკენ, თუ "ნაცმოძრაობის" ლიდერები, ყველამ თავის პოლიტიკური წილი უნდა აგოს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×