რეზონანსი
13.10.2025

„მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს თუ დავაკვირდებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ იქაც არავის აწყობს,  საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საფუძველი შეიქმნას „მეგობარი აქტის“ ტიპის დოკუმენტებით, – ამის შესახებ საქარტველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„სამუშაო დონეზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა პოლიტიკური ველი ცარიელია. ჩვენ ვსაუბრობთ გზავნილებზე აშშ-დან, მოველით,  რომ საქართველოსთან ურთიერთობებში გარკვეული ჩარჩო უნდა განსაზღვროს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, დავაკვირდეთ იმ განვითარებებს, რაც ხდება ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში,  როგორ განვითარდა პროცესები „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით. უნდა ვივარაუდოთ, რომ იქაც არავის აწყობს, რომ საქართველო ჩამოშორდეს ამ ვექტორს და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საფუძველი შეიქმნას „მეგობარი აქტის“ ტიპის დოკუმენტებით.

მინისტრმა ისაუბრა ცალკეული პოლიტიკოსების ქმედებებზე და აღნიშნა, რომ რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, საკუთარი ქვეყნის მტრობაა.

„შეგვიძლია, შევაფასოთ საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსების ქცევა. მე ამას საკუთარი ქვეყნის მტრობას დავარქმევდი, როდესაც დადიხარ და იმის ჩაწერას ითხოვ, რაც „მეგობარ აქტში“ ეწერა – საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ მხოლოდ ხელისუფლებაზე ხომ არ არის საუბარი. ამას მტრობის გარდა სხვა სახელი არ ჰქვია, როდესაც ფულს იხდი იმაში, რომ შენს ქვეყანას ავნო.

ჩვენი სურვილები გაჟღერებული გვაქვს, ჩვენი ინტერესები და შეთავაზება საჯაროა, ჩვენ გვსურს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ექნება შინაარსი. ამას კი სჭირდება მხარეებს შორის საუბარი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×