რეზონანსი
13.10.2025

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი, განსაკუთრებული ყურადღება კი ეუთო-ს მინსკის პროცესის დასრულებასა და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს დაეთმობა.

განცხადების თანახმად, საქართველოში შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე, ძირითადი აქცენტით ეუთო-ს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად.

„ფინეთი, როგორც ეუთო-ს 2025 წლის თავმჯდომარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. ეს პრიორიტეტი ვიზიტის განმავლობაში ხაზგასმული იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×