რეზონანსი
13.10.2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმიანება.

„წარმოუდგენელია სპონტანურად მისვლა და რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაზე შეტევა. ამას აუცილებლად ორგანიზება სჭირდება და სწორედ თამარ ჩერგოლეიშვილმა დაადასტურა, რომ იცოდა და ბევრმა ადამიანმა იცოდა, რომ ამ დამხობის ორგანიზებისთვის შეხვედრები იმართებოდა ბაჩო ახალაიასთან სახლში. ამიტომაც დაინტერესდა გამოძიება“, - აცხადებს რურუა.

მანამდე ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით შეხვედრები ბაჩო ახალაიას სახლში ტარდებოდა, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან „წუხილი ისმოდა“. შემდეგ კი ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×