რეზონანსი
07.10.2025

 ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია თსუ-ს პროფესორის მარინე ჩიტაშვილის შეფასებას გამოეხმაურა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით.

კირცხალია სოციალურ ქსელში „ფორმულას" გადაცემიდან აზიარებს ფრაგმენტს, სადაც მარინე ჩიტაშვილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერი უფრო დრამატულად რომ განვითარებულიყო და ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი და გასროლა, მაშინ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის. მისივე შეფასებით, „ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ არარაციონალურად დაგეგმილი".

"ყველაფერი თქვა! კომენტარიც არ ჭირდება! ამის "გაპრავებასაც" იკადრებენ..."-წერს კირცხალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×