რეზონანსი
07.10.2025

 ბოლო ერთი თვის განმავლობაში EBRD-სა და აზიის განვითარების ბანკის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკმაც 7 %-მდე გაზარდა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური ზრდა შენელდა, თუმცა რეგიონი გლობალური გამოწვევების ფონზე მდგრადობას ინარჩუნებს. საქართველო კი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერობს.

საქართველოს პოზიტიური მაჩვენებელი აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინდექსის მიხედვითაც. შეფასების 100%-იანი სისტემით 60,23 % და მსოფლიოს მასშტაბით მე-17 ადგილი. ევროპაში - საუკეთესო ხუთეული. უცხოური ინვესტიციების ინდექსი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.

ინდექსი ზომავს ბოლო სამი წლის განმავლობაში უცხოური ინვესტიციების წილს ეკონომიკაში, რაც თავის მხრივ მოიცავს სააქციო კაპიტალის ჯამს, რეინვესტირებულ მოგებას, ასევე პირდაპირ და უცხოურ კაპიტალდაბანდებებს. ეს მონაცემები კი ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს კეთილსაიმედოობას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეკონომიკაზე რეალურ გავლენას აჩვენებს.

ეკონომისტები ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ განვითარებაზე აკეთებენ აქცენტს და იმ ფაქტორებზე საუბრობენ, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის სტაბილურობას განსაზღვრავს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინდექსით, მსოფლიოში ჰონგ-კონგი ლიდერობს, ევროპაში კი პირველი ადგილი მალტას ეკუთვნის. მონაცემები დამუშავებულია მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×