რეზონანსი
07.10.2025

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, აქციის ორგანიზატორებმა ისაუბრონ და მეტი სიცხადე შეიტანონ იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა 4 ოქტომბერს, ვინ რა ფორმით მიიღო მონაწილეობა გეგმის ცვლილებაში.

„მე პირადად, ძალიან მოტივირებული ვარ, მათ შორის ვისმენ განცხადებებს უშუალოდ ორგანიზატორებისგან, საორგანიზაციო ჯგუფისგან. ჯერ კიდე დაკავებამდე ისინი საუბრობდნენ ღალატზე, გავლენიანი ადამიანების მხრიდან, ფაქტობრივად, ამ გეგმის ჩაშლაზე, გეგმისგან გადახვევაზე, ამაზე საუბრობენ დაკავებულთა ოჯახის წევრებიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, თავად ორგანიზატორების მხრიდან მოხდეს ბევრად მეტი დეტალისა და სიცხადის შემოტანა იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა 4 ოქტომბერს, ვინ რა ფორმით მიიღო მონაწილეობა ამ გეგმის ცვლილებაში, ღალატში, გადაგდებაში, თუ რაშიც იყო საქმე, რაზეც საუბრობენ ადამიანები“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

კითხვაზე, „თუ იღებთ პასუხისმგებლობას დაშავებულებზე?“, – ლევან სანიკიძემ უპასუხა: „4 ოქტომბერს რომ ბევრი ხალხი იყო, 4 ოქტომბერს რომ ივანიშვილის ლეგიტიმაცია არ შედგა, ამაზე ვიღებ აბსოლუტურ პასუხისმგებლობას. რამდენად ვიცი, ეს თავიდანვე არ იყო ამ გეგმის ნაწილი, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით იქ მყოფი ადამიანების კრიტიკული უმრავლესობა არავითარ ინფორმაციას არ ფლობდა. დარწმუნებული ვარ, როდესაც მოხდება განმარტება, რა მოხდა ამ გეგმასთან დაკავშირებით, ვინ იყო მოღალატე და ა.შ. ბევრად მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×