რეზონანსი
07.10.2025

ფორუმებზე ძირითადად პირად ურთიერთობებში ლიდერები არიან ძალიან პოზიტიურად განწყობილი და ასეთ განწყობას აფიქსირებენ ურთიერთობებში, საუბრებში, ეს მოხდა ბოლო შემთხვევაშიც და თან ეს განწყობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, რომ განწყობები გადაიზარდოს რეალურად პოლიტიკური კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაში.

"ერთი-ორი გამონაკლისი არის ხოლმე ამ ფორუმებზე რასაც ჰქვია ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ფორუმი, მაგრამ ძირითადად პირად ურთიერთობებში ლიდერები არიან ძალიან პოზიტიურად განწყობილი და ასეთ განწყობას აფიქსირებენ ურთიერთობებში, საუბრებში. ეს მოხდა ბოლო შემთხვევაშიც და თან ეს განწყობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იყო, ეს იყო საერთო ფონი. მთავარია, რომ ეს განწყობები გადაიზარდოს რეალურად პოლიტიკური კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაში, ეს არის მთავარი. ვნახოთ, დავიტოვოთ იმედი. იმედია, გააცნობიერებენ, რომ სამი წელი არაფრის შანსი აღარ აქვთ და უნდა დაელაპარაკონ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, დემოკრატიულ ხელისუფლებას. ვნახოთ რა იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×