რეზონანსი
07.10.2025

შსს-ს მიერ დაკავებული 13 პირიდან 5 ენმ-ის წევრია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ანა წითლიძე ავრცელებს:

• ალექსანდრე ხაბეიშვილი - აბაშა

• სერგო მეგრელიშვილი - სამტრედია

• მანუჩარ მიქელაძე -შუახევი

• აბო ნავერიანი - მესტია

• კახა მჟავანაძე - ვანი - ყველა ენმ-ს წევრები არიან" - დაწერა წითლიძემ

სამოქალაქო აქტივისტები და დაკავებულების ოჯახის წევრები დანარჩენი პირების იდენტიფიცირებას ამ დრომდე განაგრძობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთი ქალია, 47 წლის ევა შაშიაშვილი.

ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის სანქცირებულმა მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, თქვა, რომ შსს-მ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა, ეძებენ კიდევ ორს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×