
გავრცელებული ინფორმაციით აქტივისტი, ვახო ფიცხელაური დააკავეს. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის საკუთარი მაღაზიიდან ნიღბიანებმა წაიყვანეს. ვახო ფიცხელაურის ცოლი, თეო ბზიშვილი მის ადგილსამყოფელს ამ დრომდე ვერ ადგენს. ფიცხელაური საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია კიდევ ორი პირი, რომელიც მიმალვაში იმყოფება.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი - ესენი არიან: თ.მ., ა.ნ., დ.ჟ., ბ.მ., ა.გ., ე.შ., გ.რ., ვ.ფ., დ.ს., მ.მ., ა.ხ., კ.მ. და ს.მ.