რეზონანსი
06.10.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უამრავი პრევენციული ზომა მიიღო, რამაც უშუალოდ 4 ოქტომბერს სპეცოპერაციის ჩატარება გაამარტივა და ამისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მადლობა ეკუთვნის.

როგორც ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ არა პრევენცია, ბევრი რამ იქნებოდა რთულად, მაგრამ პრევენციულმა ზომებმა ბევრად გაამარტივა ის სპეცოპერაცია, რომელიც საჯაროდ იხილა საზოგადოებამ.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, განსხვავებით შინაგან საქმეთა სამსახურისგან, მუშაობს არასაჯაროდ. შესაბამისად, ასე, გარეთ არ ჩანს მათ მიერ გაწეული სამუშაო, თუმცა შემიძლია გითხრათ ძალიან ზოგადად, რომ მათ მიიღეს უამრავი პრევენციული ზომები, რომლებმაც გაამარტივა და ძალიან ბევრი საფრთხე წინასწარ გაანეიტრალა. ამან, ბუნებრივია, გაამარტივა უშუალოდ 4 ოქტომბერს სპეცოპერაციის ჩატარება და ამისთვის მადლობა ეკუთვნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვინც იყო ჩართული ამ პრევენციული ზომების მიღებაში, ასევე თითოეულ თანამშრომელს. რომ არა პრევენცია, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნებოდა რთულად, მაგრამ პრევენციულმა ზომებმა ბევრად გაამარტივა ის სპეცოპერაცია, რომელიც საჯაროდ იხილა საზოგადოებამ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×