რეზონანსი
06.10.2025

"ყველას შევახსენეთ 4 ოქტომბრამდე ისიც, რომ ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად მეტი რესურსი ამოვიცნოთ მოძალადეები, ამოვიცნოთ დამნაშავეები, შესაბამისად, ბევრი მომიტინგე, მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს", -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი , ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ ვერავინ ვეღარ გაბედოს, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა.

"პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მეხუთე მცდელობა. 4 წელიწადში, მეხუთე მცდელობა. რაც იყო, ასევე ამ შემთხვევაშიც, გარედან მხარდაჭერილი, მათ შორის, თქვენ იხილეთ კონკრეტული საჯარო განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა წინასწარ გაცხადებული დამხობის აქციის მხარდასაჭერად. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც, დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ბუნებრივია, აღიკვეთა ეს მეხუთე მცდელობაც. მაგრამ, აქ მთავარ რა არის, ჩვენ ვერ დაველოდებით მეექვსე, მეშვიდე, მერვე მცდელობებს. რა თქმა უნდა, მცდელობა თუ იქნება, იმასაც დავხვდებით, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ვერავინ ვეღარ გაბედოს, ვერანაირი მეექვსე მცდელობა. ამისათვის გაკეთდება ყველაფერი, ამისათვის მათ შორის, იქნება შესაბამისი ზომები მიღებული. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვინც იყო ჩართული ძალადობაში, ვინც მიიტანა შტურმი პრეზიდენტის რეზიდენციაზე, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. ასევე, ყველას შევახსენეთ 4 ოქტომბრამდე ისიც, რომ ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად მეტი რესურსი ამოვიცნოთ მოძალადეები, ამოვიცნოთ დამნაშავეები, შესაბამისად, ბევრი მომიტინგე, მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს." - აცხადებს პრემიერ მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×