რეზონანსი
06.10.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბევრი მომიტინგე, მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს.

როგორც პრემიერმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, "დღეს ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე უკვე დღეს იქნება დაკავებული და ეს პროცესი გაგრძელდება".

"ვინც მიიტანა შტურმი პრეზიდენტის რეზიდენციაზე, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. ყველას შევახსენეთ 4 ოქტომბრამდე ისიც, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები და დამნაშავეები. შესაბამისად, ბევრი მომიტინგე, მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს. დღეს ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე უკვე დღეს იქნება დაკავებული და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ძალიან ბევრი პირის ამოცნობა უკვე მომხდარია, ვინც ძალადობდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მათ შორის, ნაწილი ბინებში იმალება, ზოგი რეგიონში გაიქცა და ა.შ.", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×