რეზონანსი
06.10.2025

ისრაელმა და „ჰამასმა" ღაზაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის გეგმის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყეს, - ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელისა და „ჰამასის" დელეგაციებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ეგვიპტეში დაიწყო.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა, სავარაუდოდ, ამ კვირაში დასრულდება.

„მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ. გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი „კონფლიქტის" მონიტორინგს. დრო უმნიშვნელოვანესია, თორემ მასიური სისხლისღვრა მოჰყვება - ისეთი რამ, რისი ნახვაც არავის სურს!"- აღნიშნა ტრამპმა.

გასულ კვირას „ჰამასმა" დონალდ ტრამპის გეგმის საპასუხოდ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ღაზის სექტორის მართვაზე პასუხისმგებლობა დროებით ტექნოკრატიულ მთავრობას გადასცეს. ამავდროულად, „ჰამასმა" აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გეგმის სხვა პუნქტები, რომლებიც „ღაზის სექტორის მომავალსა და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს" ეხება, დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს. ამასთან, „ჰამასმა" განიარაღების შესახებ ისრაელისა და აშშ-ის მოთხოვნას არ უპასუხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×