რეზონანსი
06.10.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომლის თანახმად, „საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ეწევა", სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პაპუაშვილის შეფასებით, ჰიპერის განცხადება „აკერმანის სახელმძღვანელოდან" არის.

„როცა არ გაქვს არგუმენტი, დაუძახე ოპონენტს რუსი - აკერმანის სახელმძღვანელოდან", - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ეწევა".

ანიტა ჰიპერის შეფასებით, ეს არის პროპაგანდა რუსული სახელმძღვანელოდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე „დეზინფორმაციის გავრცელებასა და ჩვენს ელჩზე თავდასხმებს ეხება, რომელსაც ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×