რეზონანსი
06.10.2025

უკრაინა ევროკავშირში იქნება, ორბანთან ერთად თუ მის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, დიკ სხოფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინა ევროკავშირში იქნება, ორბანთან ერთად, თუ მის გარეშე, რადგან ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია. დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინას მხარს უჭერს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინა მთელი ევროპის კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვის.

„უკრაინა ყველასთვის იბრძვის, როგორც თავისი თავისუფლებისთვის, ისე ევროპის თავისუფლებისთვის. ვნახეთ, დრონებით რამდენი თავდასხმა განხორციელდა ევროპელებზე, როგორი რისკებია. უკრაინა ევროპელებს თავის გამოცდილებას უზიარებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×