რეზონანსი
06.10.2025

საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების წარმომადგენელთა და კერძო პირების გამოკითხვები გრძელდება. დღეს, გამოძიების კითხვებს გიორგი ქადაგიძემ უპასუხა.

მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, ითვალისწინებს საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ქადაგიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან აღნიშნა, ყველა კითხვა სოციალურ მედიაში მის აქტიურობას და დაფინანსებას უკავშირდებოდა.

"ყველა კითხვა შეეხებოდა ჩემს "ფეისბუქ" პოსტებს და რას ვგულისხმობდი "ფეისბუქ" პოსტების ქვეშ. დაფინანსებასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები, გადარიცხული რამდენიმე ათასი ლარი ნამდვილად მაქვს დახმარების ფონდებში. ზუსტად არ მახსოვს, შარშანდელ რიცხვებზეა საუბარი", - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ქადაგიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×