რეზონანსი
06.10.2025

კასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა სოფელ ფერმაში მოხდა. ადგილობრივებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ფაქტი დამალა.

"ფაქტის შესახებ პოლიციას არც ოჯახმა აცნობა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ თემით მედია დაინტერესდა, დაზარალებული ბავშვის ოჯახი გამოკითხვაზე გადაიყვანეს", - წერს გამოცემა. მათივე ინფორმაციით, ბავშვს დაზიანება ხელის არეში, ბასრი საგნით აქვს მიყენებული

დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია - ის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კლინიკიდან უკვე გაწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×