რეზონანსი
06.10.2025

არჩევნებში მონაწილე ე.წ. ოპოზიცია დამარცხდა, ხოლო ვინც დამხობას ცდილობდა, დამხობის იდეა დამარცხდა – რევოლუცია არ შედგა, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ამ პროცესებს ბევრი ლიდერი 4 ოქტომბერსვე გაემიჯნა, რადგან მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით ყველა ველზე დამარცხდა.

„ფორმულა არ არსებობს, ხალხი მხარს თუ არ გიჭერს, ხელისუფლებაში მოხვიდე. ამის მაგალითი არა მხოლოდ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ნახა, არამედ უცხოურმაც, რომლებიც ისეთ შოკში ჩავარდნენ, რომ ვერც გაამტყუნეს და ვერც გაამართლეს თავიანთი აგენტურა ძალადობის დროს. ამბობდნენ, მშვიდობიანად დავამხობთო და ამაში ძალადობა რომ იქნებოდა, ეჭვი ვის ეპარებოდა? ქართველ ხალხს ხელისუფლების დამხობა 90-იანებში აქვს ნანახი და აღარ უნდა, რადგან ამან ომი და ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია. ნანახი აქვს 2003 წელსაც, რომლითაც დიქტატორული ხელისუფლება მოიყვანა. როცა 2012 წელს ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალა, მაშინ დამყარდა მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. ახლა ამბობენ, ისევ დამხობით შევცვალოთ ხელოსუფლებაო და ხალხს ნათელი მაგალითები აქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×