რეზონანსი
06.10.2025

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი ქართული ოცნების ნაბიჯებს კვლავ აქებს.

ის ამტკიცებს, რომ საქართველოში "მაიდნის გამეორების მცდელობები - სრულად ჩავარდა" და ამბობს, რომ - "საქართველო გაიზარდა, ფეხზე წამოდგა და წყნარად რეაგირებს ყველა ამ ჩანაფიქრებსა და ინტრიგებზე".

"საქართველოში მაიდნის გამეორების მცდელობები ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ის, ვისი არჩევაც სურდა - სრულად ჩავარდა. მაიდნის პოლიტიკური ტექნოლოგიები წარსულს ჩაბარდა და ძალიან მალე უნდა გაიგონ მათაც, ვინც მათ აორგანიზებს. საქართველო გაიზარდა, ფეხზე წამოდგა და წყნარად რეაგირებს ყველა ამ ჩანაფიქრებსა და ინტრიგებზე. ეს უნდა აღვნიშნოთ", - ამბობს ის. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×