
"თავიდანვე, ეს "მშვიდობიანი დამხობა" კლოუნადის ჟანრიდან იყო და მერე, სამწუხაროდ, ტრაგიკომედიად იქცა ეს ყველაფერი", - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა.
მისივე განცხადებით, იმ პარტიებმა, რომლებიც ხალხს "მშვიდობიანი დამხობისკენ" მოუწოდებდნენ, პასუხი პოლიტიკურად უნდა აგონ.
"იმ ხალხმა, ვინც ამას მხარს უჭერდა, ვინც ხალხს ატყუებდა, რომ რაღაცა შეიძლება მშვიდობიანად დაამხო დეკლარაციების წაკითხვით - ისეთი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, რომ თუ მათ არ დაეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ ქართველი ხალხი არ გაყრით მათ პოლიტიკური სცენიდან, მაღალია ალბათობა, რომ კიდევ დიდი ხანი არაფერი გვეშველება.
ასეთი კლოუნადა მოაწყო, პლუს ადამიანები გაწირო, რადგან დაიჭერენ ასეთი ძალადობის შემდეგ, არაფერი პასუხი არ გაქვს, არ შეიმჩნიო, თქვა, რომ ყველანი გმირები არიან და ვაგრძელებთ ბრძოლასო, როგორც მინიმუმ, ამორალურია", - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.